ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი

თამარ კეკენაძე - 4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი

4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი. ეს ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ბრალია, ამ შემთხვევაში ასევე ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ადამიანებს არჩევნების დღეს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ არჩევნებზე, აქციაზე მისულიყვნენ და თავისი იქ დგომით შეუქმნა განცდა ადამიანებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კეკენაძემ აღნიშნა, 4 ოქტომბერი არ იყო შეცდომა და იყო პროვოკაცია.
„ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ ამ დღეს არ ვეძახით შეცდომას, ეს იყო დანაშაული.
„ახლების“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოდიან და ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, სწორედ 35 ახალ მსხვერპლსა და ოჯახებს, რომლებიც ციხეში არიან, რას ეუბნებიან ამ ადამიანებს?!
ის შედეგი, რაც დადგა 4 ოქტომბრის პროვოკაციის შედეგად, ეს შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება. სამწუხაროდ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ბრალია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა საკუთარი პოზიციები. ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად მიიღეს ის, რომ პროტესტი განადგურებულია“, - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.