ანასტასია ხაჩიძის დიდი წარმატება: ზურა ხაჩიძის ქალიშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნეს სკოლის სტუდენტია

"3 წლის წინ ანასტასია ხაჩიძე HMC Projects-ის პროგრამის ფარგლებში შეირჩა და ინგლისის ერთ-ერთ წამყვან კერძო სკოლაში, თითქმის სრული დაფინანსებით, გააგრძელა სწავლა.
სკოლის უმაღლესი აკადემიური შედეგებით დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ანასტასია DMG Group-ში ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა, სადაც ფინანსურ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და კორპორაციულ ფინანსებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
2026 წლის სექტემბრიდან ანასტასია სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს, სადაც ბიზნესის მიმართულებით Bachelor of Science-ის ხარისხს მიიღებს", - წერს Entrepreneur Georgia ანასტასია ხაჩიძის შესახებ.
ანასტასი ხაჩიძე ცნობილი ქართველი მომღერლის, ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.