პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი - 10 წლის წინ მაიდანზე უკრაინის გული ევროპისთვის ხმამაღლა სცემდა - მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ

10 წლის წინ მაიდანზე უკრაინის გული ევროპისთვის ხმამაღლა სცემდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბარბოკმა ევრომაიდანის დაწყების წლისთავზე განაცხადა, რომ უკრაინა და ევროკავშირი ერთად გადის ევროპისკენ მიმავალ იმ გზას, რომელიც უკრაინამ 10 წლის წინ აირჩია.
„ამ დღეს, 10 წლის წინ, მაიდანზე თქვენ უკვე გაიგებდით, თუ როგორ ხმამაღლა სცემდა უკრაინის გული ევროპისთვის, სიმამაცითა და თავისუფლების იმედით სავსე. მაშინ უკრაინელებმა ევროპისკენ მიმავალი გზა აირჩიეს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ“, - წერს ანალენა ბერბოკი ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში ევრომაიდნის დაწყებიდან 10 წელი გავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.