პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი: უკრაინის გული 10 წლის წინაც ევროპისთვის ძგერდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 10 წლის წინ ევრომაიდანის მოვლენების დროს უკრაინამ ცალსახად აირჩია ევროპული გზა. მისი თქმით, უკრაინა და ევროკავშირი ახლა ერთობლივად მიუყვებიან იმ პოლიტიკურ გზას, რაც უკრაინელმა ხალხმა 10 წლის წინ აირჩია.
ბერბოკის თქმით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ აშკარა იყო, რომ უკრაინას ევროპა სურდა და უკრაინელები ევრომაიდანზე იყვნენ მამაცები და თავისუფლების იმედით სავსეები.
უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის ევროკომისიამ 8 ნოემბერს რეკომენდაცია გასცა. საბოლოო სამიტი, სადაც გადაწყდება, თუ როდის დაიწყება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საუბრები დეკემბერში გაიმართება. ანალენა ბერბოკმა აქამდე თქვა, რომ პოზიტიურადაა განწყობილი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.