ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

ანალენა ბერბოკი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული", - აღნიშნა ბაერბოკმა.
ამასთან, ბერბოკის თქმით, "ომი დასრულდება, მაშინ, როდესაც პუტინი გამოიყვანს თავის ჯარებს".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.