ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი გაეროში რუსეთის ელჩს - შეგიძლიათ საკუთარი თავი მოატყუოთ, თქვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეიძლება უკრაინაში გატაცებული თინეიჯერი გოგონების უკან იმალებოდეს, მაგრამ მსოფლიოს მოტყუება არ შეგიძლიათ!

ანალენა ბერბოკი გაეროში რუსეთის ელჩს - შეგიძლიათ საკუთარი თავი მოატყუოთ, თქვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეიძლება უკრაინაში გატაცებული თინეიჯერი გოგონების უკან იმალებოდეს, მაგრამ მსოფლიოს მოტყუება არ შეგიძლიათ!

მშვიდობა ნიშნავს, რომ უკრაინის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობა გარანტირებული იქნება, ეს უსაფრთხოების გარანტიებს ნიშნავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში უფრო მეტი პარტნიორი ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულოს ომი, მაგრამ ეს უმოქმედობას არ ნიშნავს.
„არ შეგვიძლია უბრალოდ ვუყუროთ იმას თუ, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინის დანარჩენ ნაწილს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალენა ბერბოკმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცების შესახებ ისაუბრა და გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას მიმართა.
„რუსეთი ამ დანაშაულებს უკვე 923 დღეა რაც სჩადის, 923 დღეა ბავშვებს იტაცებენ და აწამებენ. არ დავისვენებთ, სანამ ბავშვები ოჯახებში არ დაბრუნდებიან. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი მოატყუოთ. თქვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეიძლება გატაცებული თინეიჯერი გოგონების უკან იმალებოდეს, მაგრამ თქვენ მსოფლიოს მოტყუება არ შეგიძლიათ“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.