ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანალენა ბერბოკი - ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის - მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას

ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმა მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვების რისკს ქმნის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„ირანმა დრონები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. მკაცრად ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას, რომელსაც მთლიანი რეგიონის ქაოსში გადაშვება შეუძლია. ირანმა და მისმა მარიონეტებმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასეთ დროს ჩვენ მყარად ვდგავართ ისრაელთან,” - წერს ბერბოკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.