ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამ ჯილდომ ყველანაირი პრესტიჟი დაკარგა, როდრი პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა" - გუტი "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას გამოეხმაურა

"ამ ჯილდომ ყველანაირი პრესტიჟი დაკარგა, როდრი პრემიერლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა" - გუტი "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას გამოეხმაურა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტიტულმა პრესტიჟი დაკარგა.
"პირადად ჩემთვის "ოქროს ბურთს" პრესტიჟი და მნიშვნელობა საერთოდ აღარ გააჩნია. უბრალოდ ამიხსენით რა კრიტერიუმით ირჩევა გამარჯვებული.
პირველად ვნახე რომ ეს ტიტული მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა. ეს ბევრ რამეს ამბობს.
მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვარ, რომ ტიტული როდრის გადაეცა, ვფიქრობ, ესპანელი ამ ჯილდოს გასულ სეზონში იმსახურებდა, როდესაც "მანჩესტერ სიტიმ" ყველა შესაძლო ტიტული მოიგო", - განაცხადა გუტიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.