ოლექსი გონჩარენკო – ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას

ორბანმა სირცვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება.
“ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას”, – წერს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში „დიდი სხვაობით გამარჯვება“ მიულოცა.
„საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია