“ამ სირთულეს სჭირდება ჩვენი მხრიდან აქტუალიზირება. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე” – ირაკლი კუპრაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემის განხილვისას ირაკლი კუპრაძემ ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა. მისი თქმით, “ოცნებას” მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი არ აღელვებს, რადგან მათ აღრიცხვასაც კი არ აკეთებს:
,,ამ სირთულეს სჭირდება, ერთი, ჩვენი მხრიდან აქტუალიზება, რომ ეს პრობლემა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე.” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს