“ამ მხედართმთავარს არ გაჰყოლია ადამიანი, ვინც მის მოწოდებას გაიზიარებდა, კომიკურია ეს მდგომარეობა უკვე” – პარტიის “საქართველოსთვის” წევრი სააკაშვილის “სუპერ პაკის” იდეაზე

ს “სუპერ პაკის” შექმნის ინიციატივას, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე უარს ამბობს ყველა, მინუს – “სტრატეგია აღმაშენებელი”.
უარის შემდეგ კი ყოფილმა პრეზიდენტმა ნათქვამი უარყო. სააკაშვილმა ვივამედიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში განმარტა, რომ “სუპერ პაკის” იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები არაფერ შუაშია.
“ხალხს მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე” – თქვა პატიმარმა პაციენტმა და სხვებს ისიც ურჩია შექმნან საკუთარი “პაკი”.
პარტიის “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ სააკაშვილის ქმედებები კომიკურია.
“ამ მხედარმთავარს არ გაჰყოლია ადამიანი, ვინც მის მოწოდებას გაიზიარებდა, კომიკურია ეს მდგომარეობა უკვე. სასჯელი მოიხადოს ჯერ, სამართლებრივ კითხვებს გასცეს პასუხი და იყოს მერე ქართულ პოლიტიკაში და აკეთოს ის, რაც უნდა,” – აცხადებს სიჭინავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ თავად სააკაშვილმა უნდა ახსნას “სუპერ პაკის” იდეა.
“მე ვერ გავიგე, ჯერ იყო ყველა პარტია, მერე იყო განმარტება, რომ არაპოლიტიკურ პარტიებზე იყო საუბარი. ამის ახსნა-განმარტება თავად სააკაშვილმა უკეთ იცის, იდეა შესრულებადია, მათ შორის, თავად პარტიაშიც. არ მგონია, რომ ეს იდეა მისაღები იყოს მათთვის, ვინც ეს პარტია უკვე დატოვა,” – აცხადებს აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ