საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა განათლების სფეროში სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
„შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ