შვედეთის თავდაცვის მინისტრი – ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი არ არის, მაგრამ ის აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში მოკავშირეების გაყოფის მცდელობას.
პოლ იონსონმა შესაბამისი განცხადება Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.
იონსონის თქმით, მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისთვის და დიდი ამბიციები აქვს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისთვის.
”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, არის ნატო-ს გაძლიერება და შეკავებასა და თავდაცვაზე ფოკუსირება”, – აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ალიანსის მიზანია არა ევროპაში შესაძლო ომის მოგება, არამედ მისი თავიდან აცილება.
„ვთვლი, კრემლი და თავად პუტინი აცნობიერებენ, რომ ამ ომს წააგებენ. მაგრამ ვთვლი, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში“, – აღნიშნა იონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი