ბლოგერი, რომა მახარაძე:
5 წლის წინ რეაბილიტირებულ სკვერში კიდევ ერთი ბავშვი დაზარალდა (კომაშიაო)
ამის გამო შეიძლება კალაძეს ვაგინო? თუ არაა მისი პასუხისმგებლობა?
შეგახსენებთ, რომ ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე, სკვერში 14 წლის მოზარდს რამდენიმეტრიანი რკინის კონსტრუქცია – სარწეველა საქანელა დაეცა, რის შედეგადაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა.“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოზარდს თავის ქალა აქვს დაზიანებული, ვრცელდება ცნობა ხერხემლის დაზიანებაზეც.
თვითმხილველები “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სამი არასრულწლოვანი საქანელაზე ქანაობდა, შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მოპირდაპირე მხარეს, ნახევარ მეტრში არსებულ სკამზე გადაინაცვლა. ადგილობრივების თქმით, ადგილიდან მთლიანი კონსტრუქცია — რკინის საქანელა მოწყდა და ბავშვს დაეცა. მან გონება ადგილზე დაკარგა.

