ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკულმა ხომალდმა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან გაშვებული საფრენი აპარატი ჩამოაგდო

ამერიკულმა ხომალდმა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან გაშვებული საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელმა Mason-მა ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაშვებული საფრენი აპარატი მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც დაჯგუფება კომერციულ ხომალდს, Ardmore Encounter-ს დაესხა თავს“, - წერს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰუსიტების შეტევის შედეგად ხომალდი და მასზე მომუშავე პერსონალი არ დაზიანებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.