ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე
ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ორპირი ქარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე.
„ეს იყო საქართველო, პირველი, 2008 წელს, ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ხელშეკრულების მე-5 მუხლით და მეორე მხრივ, ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმვა და ეს ასეც მოხდა. ჯერ იყო საქართველო, სააკაშვილის მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ იყო უკრაინაში „მაიდანი“, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ მეორე ომი, უკვე 2022 წელს. რასაც ვფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, თან ეს იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი ქარის პოლიტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს