ირაკლი კობახიძე – „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ევროკავშირი, რასაც აკეთებდა, როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით

„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებაზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკავშირს არასწორი პრაქტიკა უკან მიუბრუნდა.
„ასეთი გამონათქვამია – „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა ევროკავშირს უკან მიუბრუნდა. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა. როდესაც ჩვენ ვისმენდით ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი. აშშ-ის ეს გადაწყვეტილება „მკაცრად დაგმო“ ევროკომისიამ და შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს