ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესაბამისად, კანადაც -ის წინააღმდეგ დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე ტალღას აპაუზებს

კანადა დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდს 4 000-ზე მეტი სახეობის ამერიკულ საქონელზე 2 აპრილამდე დააპაუზებს, – CNN-ის ცნობით, ამის შესახებ კანადის ფინანსთა მინისტრმა დომინიკ ლებლანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
”შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2 აპრილამდე შეაჩეროს ტარიფები კანადიდან CUSMA-ით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტზე. შედეგად, კანადა 2 აპრილამდე არ განახორციელებს ტარიფების მეორე ტალღას 125 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე, ამავდროულად ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ტარიფის მოხსნაზე“, – წერს ლებლანი.
კანადურმა მხარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მექსიკა და კანადა 2 აპრილამდე გათავისუფლდებიან ტარიფებისგან საქონელზე, რომელზედაც კანადა-შეერთებული შტატები-მექსიკის შეთანხმება (CUSMA) ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”