ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 43-დღიანი “შათდაუნი” დასრულდა

-ის პრეზიდენტმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნის დასრულებას ხელი სულ რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.
ხელმოწერამდე კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მთავრობის მუშაობის აღდგენის წინაპირობაა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 222-მა კონგრესმენმა, მათ შორის, მხოლოდ ექვსი იყო დემოკრატი, წინააღმდეგი 209 აღმოჩნდა.
პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ ორივე კენჭისყრას დიდ გამარჯვებას უწოდებს.
43 დღის წინ დაწყებული “შათდაუნის” მიზეზი, ბიუჯეტის საკითხზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოება იყო. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”