ენტონი ბლინკენი - „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არის გადამწყვეტი მომენტი - შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
”ეს არის გადამწყვეტი მომენტი - ალბათ, საუკეთესო, შესაძლოა უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების შინ დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და იმისთვის, რომ ყველა დაადგეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას“, - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ის ასევე მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მოხდეს რეგიონული ესკალაცია, ირანის მიერ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის ფონზე.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში გუშინ ჩავიდა, ეს მისი მეცხრე ვიზიტია ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.