არქივი11 მარტი, 2025, 22:34
ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები რამდენიმე საათია, რაც საუდის არაბეთში ერთმანეთს ხვდებიან

როგორც ამერიკული და უკრაინული მხარეები ერთობლივად აცხადებენ, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.
ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან, რომელიც საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგია.
ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები რამდენიმე საათია, რაც საუდის არაბეთში ერთმანეთს ხვდებიან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.