ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის

ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის

ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის.
„ბრძანებას გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის თაობაზე, რათა მათ მივცე სიდიადის შანსი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„სირიაში, რომელმაც ამდენი ტანჯვა და სიკვდილი იხილა, ახალი მთავრობაა, რომელიც, იმედია, შეძლებს ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობის შენარჩუნებას. სწორედ ეს გვინდა ვიხილოთ“, – დასძინა მან.
აშშ-ის სანქციები სირიას 2004 წელს დაუწესდა, ხოლო ხელახლა – 2011 წელს მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმმა ანტისამთავრობო აჯანყებების ჩახშობა დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.