ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს განაცხადა მოხსნის სანქციებს სირიის ახალი მთავრობის წინააღმდეგ და დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, რათა ქვეყანას „მშვიდობის შანსი“ მისცეს.
14 მაისს ტრამპი საუდის არაბეთში არაოფიციალურად შეხვდება სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც – ყოფილ მეამბოხეს, რომელმაც გასულ წელს ყოფილი ლიდერი, ბაშარ ასადი დაამხო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ურთიერთობების დაახლოება საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველთან, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.
„სირია, წარმატებებს გისურვებ“ – თქვა დონალდ ტრამპმა. „გვაჩვენე რაღაც განსაკუთრებული“.
ეს დიდი მხარდაჭერა იქნება სირიის პრეზიდენტისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში 2025 წლის დეკემბერში მოვიდა მას შემდეგ, რაც დამასკოში შეიჭრა და ასადის ოჯახის 54-წლიანი მმართველობა დაასრულა.
სპარსეთის ყურის ლიდერები დამასკოში ახალ მთავრობას უჭერენ მხარს და ცდილობდნენ ტრამპიც მოკავშირედ გაეხადათ, რადგან მიიჩნევენ, რომ აჰმედ ალ-შარაა სირიაში ირანის გავლენას აღუდგება წინ. ათწლიანი სამოქალაქო ომის დროს ასადის მთავრობას ირანი და რუსეთი ეხმარებოდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს