ამბროლაურის მერია – მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაიწმინდა შემდეგი სოფლები: კრიხი, ჭელიაღელე, წესი, აბარი, ლიხეთი, თლუღი, ტბეთი, პატარა ონი, ბარეული, გორისუბანი, ჯვარისა, ქედისუბანი, სხვავა, ჟოშხა, გენდუში.
ინფორმაციის თანახმად, თოვლწმენდის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს: ურავში, ჭყვიშში, კაჩაეთში, ცახში, ხოტევში, სხარტალში, ველევსა და ნიკორწმინდაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ასევე, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილი.
„სოფლებში არსებულ სიტუაციას და მოსახლეობის საჭიროებებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირადად ეცნობა.
თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მუნიციპალიტეტის 49 სოფელში და კვლავ ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.
სამუშაოები, როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა