ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება, სამუშაოებში ჩართულია მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
მერია, მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. აქტიურად მიმდინარეობს როგორც, ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მინდია დიასამიძე და მალხაზ სალვარიძე..
Previous: უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.