26
ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:
ამაზეც ხომ გვითხრეს, არასრულწლოვანზე რომ ძალადობდა, დავიჭირეთო, ხოდა კი გამოუშვიათ სწრაფად
ესაა მოძალადე სისტემის სახე.
ვითომ დაიჭირეს, ცოტა ხანი იჯდა და რამდენიმე თვეში, როგორც Nodar Meladze-ს გადაცემიდან გავიგეთ,უკვე საკუთარ ეზოში ზის და დომინოს თამაშობს.
ამას რითი გააპრავებენ ნეტა? ვერ მოიფიქრეს ჯერ? უგვიანდებათ გაპრავება.
კადრები არ ყოფილიყო ან ქობულეთის პოლიციის, ან გორის ძალადობის და ვნახავდით,რა რეაქციაც ექნებოდათ.
ტვ პირველის ცნობით, 16 წლის არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი, ლუკა ხურცილავა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.საუბარია 2026 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როცა არასრულწლოვანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „გადამოწმების მიზნით“ გააჩერეს. მაშინ სკოლის მოსწავლის ოჯახი ამბობდა, რომ 16 წლის ბიჭს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს ნარკოტიკების განთავსებაში იყო ჩართული, მას შემდეგ კი რაც მოზარდმა ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მას თითების დამტვრევითა და პატიმარი მამის გაუპატიურებით აშინებდნენ. პოლიციელების მამხილებელი ჩანაწერი, არასრულწლოვანმა ფარულად გადაიღო.