თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს “ნანახი ჰყავს უკან დაბრუნებული ღარიბაშვილი და ის ამას აღარ დაუშვებდა”, შესაბამისად გადაწყვეტილება მოამზადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაეკავებინათ.
ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა “TV პირველთან” აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილის ციხეში გასაშვებად გარკვეული ტიპის ფაქტობრივი გარემოებები შექმნა, ან ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნა.
თინა ხიდაშელის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშსწორების მსხვერპლია, მაგრამ არ იცის, რა შეეშალა ასეთი ბიძინა ივანიშვილთან.
კობახიძეს ნანახი ჰყავს უკან დაბრუნებული ღარიბაშვილი და ის ამას არ დაუშვებდა და სწორედ ამიტომ ვთქვი მე ერთ წლით ადრე, როდესაც ის გადადგა, რომ მას აუცილებლად დააპატიმრებდნენ და ესეც მოხდა.
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კობახიძეს არ მიუღია, მაგრამ არსებობს პროცესი, რომლითაც შეგიძლია გადაწყვეტილება მოამზადო. [კობახიძემ ივანიშვილი] დაარწმუნა, ისეთი ტიპის ფაქტობრივი გარემოებები შექმნა, ბევრი ფორმით ხდება ეს. მე არ ვიცი, 2025 წელს რისთვის იყო ივანიშვილი მზად, მაგრამ 2013 წელს ის არ იყო ღარიბაშვილის ციხეში გასაშვებად. ამიტომ შეიძლება იგივე მდგომარეობა იყო თავიდან.
ლილუაშვილის შემთხვევა მე ვერ ამოვხსენი იმიტომ, რომ… ის რომ ანგარიშსწორების მსხვერპლია ამაში კი ვარ დარწმუნებული, ოღონდ რა შეეშალა ასეთი ბიძინასთან, ეს არ ვიცი. მას რაღაცაც შეეშალა ბიძინა ივანიშვილთან,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.




