არქივი14 დეკემბერი, 2023, 16:07
ალტერნატივის გარეშე - შევჩენკო პრეზიდენტი გახდება
უკრაინის ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ, ოფიციალურად წარადგინა თავისი კანდიდატურა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე, - იტყობინება ჟურნალისტი იგორ ბურბასი.
შევჩენკოს პრეზიდენტად არჩევა გადაწყვეტილია. ამიტომ, მის გარდა, საკუთარი კანდიდატურა არავინ წამოაყენა.
ასოციაციის რიგგარეშე კონგრესი 25 იანვარს ჩატარდება და შევჩენკოს პრეზიდენტად ასარჩევად დელეგატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.