მაია სანდუ – რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით – ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპის ასაშენებლად

რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დიდი პატივია ევროკავშირში გაწევრიანების გზის უკრაინასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან გაზიარება.
რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით.
მოდით, ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი ევროპის ასაშენებლად,” – წერს სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოლდოვა მზად არის იმ სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის და “მზად არის გამოწვევისთვის.”
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი