ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს – ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“.

„ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“, – წერს ლარიჯანი X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

მისი თქმით, აშშ გაანადგურებს ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც ირანის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ