არქივი7 დეკემბერი, 2023, 09:27
ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, - აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე ილჰამ ალიევი 2003 წლიდან, უკვე მეოთხე ვადით არის.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.