ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მუხლებზე დაყრდნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ:
· გამოცხადდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები;
· ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ვადამდელი არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება";
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა.
აზერბაიჯანში პრეზიდენტის პოსტზე ერთ ადამიანს შეუზღუდავად შეუძლია იყაროს კენჭი. ალიევმა პირველად 2003 წელს, ხოლო ბოლოჯერ 2018 წელს გაიმარჯვა. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.