ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე, სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ალიევს, წინასწარი შედეგებით, ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.
„აზერბაიჯანელმა ხალხმა ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარემ, მასაჰირ პაჰანოვმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 67,7% შეადგინა.
არჩევნები აზერბაიჯანში თავად ალიევმა, ვადაზე ადრე დანიშნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს მორიგი გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, ტაჯიკეთის, სერბეთის, თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა. ილჰამ ალიევი 2003 წლიდანაა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მამამისი, ჰეიდარ ალიევი ჩაანაცვლა. უმცროსი ალიევის მმართველობისას, აზერბაიჯანში იდევნებიან ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება