ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მთიან ყარაბაღში მისცა

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ილჰამ ალიევმა ხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მისცა. ილჰამ ალიევმა მამამისი, ჰეიდარ ალიევი 2003 წელს ჩაანაცვლა და მას შემდეგ აზერბაიჯანის პირველი პირია.
ნავარაუდევია, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 85%-ს მიიღებენ. აზერბაიჯანული უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი. აზერბაიჯანის წარმომადგენლების თქმით, არჩევნები სამართლიან პირობებში მიმდინარეობს და ილჰამ ალიევის რეიტინგი განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს მთიან ყარაბაღში გამარჯვების და ყარაბაღის კაპიტულაციის შემდეგ.
აზერბაიჯანის ორი ძირითადი ოპოზიციური პარტია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.