ალექსი ვეშაგური: ოკუპირებულ აფხაზეთში გამოუშვეს საკოლექციო მონეტა “აფსხა ლეონ”-ი… თუ გინდათ ისტორიის გაყალბების, ცინიზმის მაგალითი, აგერა

“ოკუპირებულ აფხაზეთში გამოუშვეს საკოლექციო მონეტა “აფსხა ლეონ”-ი (იგულისხმება აფხაზეთის სამეფოს პირველი მეფე ლეონ II). მონეტის ავერსზე გამოსახულია აფხაზეთის სამეფოს რუკა; დედაქალაქად აღნიშნულია ანაკოფია და ქუთაისი. თუ გინდათ ისტორიის გაყალბების, ცინიზმის მაგალითი, აგერაა ქართულად მეტყველი, მოაზროვნე, მწერალი მეფე ლეონი აფსუად გაგვისაღეს. საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი აფხაზეთის სამეფო კი “აფუსების სამეფოდ”, – წერს სოციალურ ქსელში წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ალექსი ვეშაგური.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება