არქივი2 აპრილი 2024, 09:43
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიპშის რაიონში მოხდა.
როგორც გამოცემა აფსნიპრესს უთხრეს, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
ადგილზე მაშველები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.