ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ

კაია კალასი - დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ

რუსეთის ომის ყოველი ინჩი დოკუმენტირებულია. ეს არ ტოვებს ეჭვის ადგილს და არც დაუსჯელობის ადგილს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
„დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, აგრესიის, ამ დანაშაულის გარეშე უკრაინაში ომის დანაშაულებს არ ჩაიდენდნენ. კალასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აგრესია „ლიდერების დანაშაულია“, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობის დანაშაულს გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.