ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სირსკი - კურსკში ფრონტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება

ალექსანდრ სირსკი - კურსკში ფრონტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის კონტროლს აგრძელებენ,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად და ეფექტურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს.
„მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, აიღონ ინიციატივა, სიტუაცია ჩვენს კონტროლქვეშ რჩება“, - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, უშუალოდ განახორციელა სამუშაოები ბრიგადის სამეთაურო პუნქტებში და მოუსმინა ბრიგადის მეთაურებს და მათ წინადადებებს შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით და დახმარება გაუწია პრობლემური საკითხების გადაჭრაში.
„სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, მივიღე არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია მტრის მოქმედებების აღკვეთისა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე“, - აღნიშნა სირსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.