ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს — ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს, "მშვიდობიანი ზეცა და სამოქალაქო ჰარმონია", ასევე კეთილდღეობა და ოჯახების ერთიანობა უსურვა.

"ბელარუსულ მიწაზე უკრაინელ ხალხს მუდამ განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობოდნენ. მრავალი ხნის განმავლობაში ჩვენი ერები ძალას პოულობდნენ ერთიანობაში, იზიარებდნენ ბედნიერებასა და მწუხარებას, სისხლსა და პურს, ერთად ამარცხებდნენ უბედურებას და ამაყობდნენ საკუთარი წარმატებით. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ საერთო ბედისწერა და ნათესაობრივი კავშირები, არამედ მეგობრობისა და მეზობლებთან თანაცხოვრების მისწრაფება." — ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ლუკაშენკო ირწმუნება, რომ დღევანდელ "რთულ გარემოებებში" მშვიდობის ენაზე საუბარი არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.