ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე კრევო ასათიანი - კობახიძეს გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს

ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, კობახიძეს ახლა გერმანიაში ჩასვლა მხოლოდ და მხოლოდ საყვედურების მისაღებად მოუწევს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იმუშავებს“.
„ისეთ დროს, როცა საქართველოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა ევროპასთან იმისათვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ, ინვესტიციები შემოვიტანოთ და ერთად შევქმნათ მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, კობახიძეს ახლა მოუწევს ჩასვლა გერმანიაში მხოლოდ საყვედურების მისაღებად. ტრაგიკულია, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობებში ვერ ეღირსა ისეთ მთავრობას, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე იმუშავებს“,- ამის შესახებ ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.