ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველებმა დახვედრა მოუწყვეს

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველებმა დახვედრა მოუწყვეს. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ხვდება.
დახვედრის ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, რასაც გერმანიაში მცხოვრები ქართველების ოვაციები მოჰყვა. მთავრობის მეთაურს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს. გულშემატკივრები ირაკლი კობახიძეს ქართული დროშებით, ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ: „გაუმარჯოს ირაკლის, გაუმარჯოს საქართველოს“, - აცხადებენ პარტიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.