ალეკო ელისაშვილი – ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ – მინისტრებს – ივანიშვილი „ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს

ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ – მინისტრებს – ივანიშვილი „ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება და უბრალოდ, კობახიძე გაანალიზებს, რით აბრაზებდნენ წინამორბედები ივანიშვილს.
„ეს არ არის საყურადღებო ცვლილებები, ეს არის ის, რომ “ქართული ოცნების” ოფისში წესრიგს ამყარებს და ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. განსხვავებული ეკონომიკური ხედვა წარმოადგინა კობახიძემ ან წარმოადგენს თუ საგარეო პოლიტიკური ხედვა ექნება?! ერთადერთი, რასაც იზამს, არის ის, რომ კარგად გაანალიზებს, რით გაანაწყენეს წინა პრემიერებმა მათ შორის, ღარიბაშვილმა 2 -ჯერ რატომ გაანაწყენა ივანიშვილი, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. ამას გაანალიზებს კობახიძე და მოიქცევა ისე, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, რომ თითქოს თან ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება