ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის - არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებისა" და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა, ჯერჯერობით, წყნარად მიდის და მიმდინარეობს მსჯელობა 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე, ჯერჯერობით, განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ მთავარია, რომ მსჯელობა დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს.
"ჯერჯერობით, წყნარად მიდის საუბარი და მსჯელობა "ქართულ ოცნებასა" და საპარლამენტო ოპოზიციას შორის. დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს. რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის - არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ. გულახდილად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დეპოლარიზაცია რამენაირად შემცირდება", - განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.