ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს შერიგებას სთავაზობს და ხელს უწვდის

ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს შერიგებას სთავაზობს და ხელს უწვდის
ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს ხელს უწვდის და შერიგებას სთავაზობს. ამის შესახებ მან 26 ივნისს, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“მინდა ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს არ მითქვამს კარგი, მაგრამ სააკაშვილი არის დიდი და ისტორიული ტიპი საქართველოში.
სააკაშვილი იყო ის ტიპი. რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და კორუფციისგან გაწმინდა – ეს არის ფაქტი.
გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ფაქტია ეს, რომ პოლიცია დაემსგავსა პოლიციას, საბაჟო დაემსგავსა საბაჟოს, დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპედან ამოვედით.
ომი არ დაუწყია სააკაშვილს, მე ვაკრიტიკებდი მას უთავბოლობის გამო, ახლაც გავაკრიტიკებ მას უთავბოლობის გამო, არაეფექტური მმართველობის გამო, არაეფექტური სარდლობის გამო და იმ კრიზის მენეჯმენტის გამო, რაც იყო (2008 წლის აგვისტოში)
სააკაშვილი იცავდა თავს როგორც შეეძლო, თუმცა, საქართველოსთვის არ უღალატია ამათგან {ქართული ოცნებისგან} განსხვავებით, მტერს არ შეკვრია და ბოლო, რაც კარგი მაქვს მასთან დაკავშირებით სათქმელი არის ის, რომ მან დათმო ძალაუფლება, როცა არჩევნები წააგო – იმამაძაღლა, საზიზღრობები აკეთეს 2012 წლის არჩევნებში, ყველაფერი იკადრეს, წააგეს, მაგრამ სააკაშვილი თავის ემოციებზე მაღლა დადგა და მან დათმო ძალაუფლება.”- განაცხადა ელისაშვილმა.
მანვე ისაუბრა სააკაშვილის უარყოფით მხარეებზე და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს პატიმრებს აწამებდნენ და ჯოჯოხეთი გაატარეს.
ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილს დასანახად ვერ იტანს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის სინანულს გამოთვამს მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, მზად არის რომ შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს.
ელისაშვილი ასევე მზად არის, რომ ერთიანობის მისაღწევად შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს ეკა ბესელიასაც, რომელთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული