ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე - ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი - ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს

ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე - ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი - ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს

ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.
„დიდი ალბათობით, რადგან ამოდენა მობილიზაცია აქვთ და ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. მაგრამ ერთი ვერ გათვალეს აშკარად, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, როცა კომისიაზე არ მივიდნენ, შემდეგ ოქრუაშვილმა ხელუკუღმა დაუმატა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის. ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.