ალეკო ელისაშვილი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის – ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, რომელიც თითოეული ქართველის გულს გაახარებს

მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს,- ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დავით გამყრელიძეს.
როგორც მან აღნიშნა, შტაბს დიდი პოლიტიკური გამოცდილების და სუფთა რეპუტაციის ადამიანი ხელმძღვანელობს.
„როდესაც ეს ამბავი გავიგე, რომ ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების, სუფთა რეპუტაციის ადამიანი, არაჩვეულებრივი მენეჯერული თვისებების ადამიანი ჩაუდგა სათავეში შტაბს, აღტაცებული ვიყავი. ახლა უფრო გულდაჯერებულად, მშვიდად და უფრო დიდი შემართებით შევდივარ “ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად ბრძოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გველის, დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის საღამო და 27 ოქტომბრის დილა ძალიან ლაღი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. მიხარია, რომ შტაბს ხელმძღვანელობთ ამ ბრძოლაში, დაგვრაზმეთ დისციპლინირებულად, ორგანიზებულად შევუტიოთ და გავიტანოთ ლელო, ის ლელო დავდოთ, რომელიც თითოეული ნორმალური ქართველის გულს გაახარებს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ