ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ სენატორი ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე

დარწმუნებული ვარ სენატორი ჯინ შაჰინის გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია.
„კონკრეტულად ჯინ შაჰინი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და ვიტყოდი ყველაზე აქტიური სენატის წევრი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. დარწმუნებული ვარ მისი გზავნილი იქნება კიდევ ერთხელ მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ითხოვს და ელოდება ცვლილებებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.