ალეკო ელისაშვილი დააკავეს

„ლელო-ძლიერი“ საქართველოს წევრი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.
პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, დღეს დილით, თბილისში დააკავეს.
როოგრც ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა ალეკო ელისაშვილის დაკავების მიზეზი. ასევე, უცნობია, ზუსტად, რა ვითარებაში დააკავეს პოლიტიკოსი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელისაშვილი ნაცემია, ადვოკატის თქმით, ამის თაობაზე ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობს.
მისივე თქმით, ელისაშვილს უახლოეს პერიოდში მოინახულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება