ალეკო ელისაშვილი დააკავეს – ადვოკატი

დააკავეს პოლიტიკოსი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
მისივე ცნობით, ელისაშვილი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და ახლა გადაჰყავთ დიღმის იზოლატორში.
„მომეცემა თუ არა საშუალება ვინახულებ, სხვა არაფერი ვიცი, ცნობილია, რომ დააკავეს დღეს, დილის საათებში, ქუჩაში და დაკავებულია სისხლის სამართლის მუხლით“, – უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
ის ვერ ადასტურებს გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ალეკო ელისაშვილი ნაცემია.
„ამ დეტალს მას შემდეგ დავადასტურებ ან უარვყოფ, რაც ვინახულებ, ჯერ არაფერი ვიცით და ახლა ვარკვევთ“, – ამბობს ის.
რადიო თავისუფლება შსს-ში არკვევს დეტალებს. მასალა განახლდება.
ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგ უკვე არის ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული. მას პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება.
თავდაპირველად, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალეს, სასამართლოს ისევ მიმართეს და წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა იშუამდგომლეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ისევ გრძელდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან