სადაზღვევო კომპანია ალდაგში, ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. 22 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შემდეგ, კომპანიაში 1200-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა. სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა. ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კორპორატიულ ავტომობილებს.არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით, დამდგარი ზარალის შეფასებასა და კომპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე. ავტომობილების ნაწილი უკვე შეფასებულია და თითოეულ მომხმარებელთან ეტაპობრივად ავტომობილების აღდგენის ინდივიდუალური გეგმა თანხმდება.“თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, შაბათიდანვე აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდობიან და ასეთი სტიქიის დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას ელიან ჩვენგან,” – აცხადებენ ალდაგში;ალდაგი ლიდერი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.გასულ წელს, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალების საერთო რაოდენობამ 110 მლნ ლარამდე შეადგინა.
